Master League -ს დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა ჩვენი მოთამაშეების უმეტესობისთვის საფეხბურთო სეზონი უკვე დაიწყო.
მოახლოებულ უქმეებზე მოყვარულთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება.
ჩემპიონატი გასულ კვირას დაიწყო, სადაც GFDF -ს ფეხბურთელებმაც იასპარეზეს. სამწუხაროდ ტური ყველასთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. თუ ვაჟიკო გეგეშიძის სეუ ზურა ბიძინაშვილის და ლაშა ხომასურიძის ბასას ფრედ ეთამაშა, კვარტალმა რომლის რიგებშიც GFDF -ს ერთბაშად 7 მოთამაშე (კახა ტოგონიძე, გოგიტა უგულავა, ვაჩე ალფაიძე, ნიკა ფანცულაია, ზვიად მეტრეველი, გიორგი ლუკავა, გიორგი ჩანტლაძე) ირიცხება აფხაზეთთან მატჩი 4-2 დათმო.
წარმატებულად იასპარეზა კოლხეთმა სადაც ჩვენი ფლანგელი შემტევი გიორგი ჟვანია ასპარეზობს.
ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ჩვენი ვიცე-კაპიტანი გიგა ჭანკვეტაძე რომელმაც შტურმთან შეხვედრაში სეივი-სეივზე აკეთა და მძიმე ბრძოლაში საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.
მეორე ტურში კვარტალი სტელასთან ეცდება რეაბილიტირებას. მატჩი 4 აპრილს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
ილია გორდაძე/გიგა ჭანკვეტაძეს ოლ სტარი ჯითისის შეხვდება, ზურა ბიძინაშვილი/ლაშა ხომასურიძე გიორგი ჟვანიას კოლხეთს შეხვდება. ვაჟა გეგეშიძეს სეუ Vs Brothers -ის გუნდს დაუპირისპირდება.
