გასულმა უქმეებმა, სააღდგომო დღესასწაულის გამო, საფეხბურთო მატჩების გარეშე ჩაიარა, თუმცა წინ დატვირთული კალენდარი გველოდება.
წარმოგიდგენთ გასული კვირის მთავარ მოვლენებსა და GFDF-ის წარმომადგენლების მოახლოებული შეხვედრების ანონსს.
წარმატება სამოყვარულო ლიგაში და სიმბოლური ნაკრები
შესვენებამდე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, სამოყვარულო ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში GFDF-ის წარმომადგენლები მოხვდნენ. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ:
ნიკა ფანცულაია („კვარტალი“)
ილია გორდაძე („ოლსტარი“)
დავით ჯიშკარიანი („კვარტალის“ მწვრთნელი)
სტარტი მასტერ ლიგაში და პირველი გოლი
სამშაბათს მასტერ ლიგის 2026 წლის სეზონმა აიღო სტარტი. ორგანიზატორებმა ჩემპიონატი განახლებული და შთამბეჭდავი ფორმატით წარმოადგინეს, სადაც მონაწილეობა თითოეული მოთამაშისთვის პრესტიჟული და ორმაგად სასიამოვნოა.
ჩვენმა გუნდმა პირველი ტურის მეორე სათამაშო დღე „V&S Brothers“-თან მატჩით გახსნა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად რთული სტარტისა, ჩვენი გუნდის რიგებიდან უმაღლეს ლიგაში პირველი ისტორიული გოლი გიორგი ჟვანიამ გაიტანა (საგოლე გადაცემა — ზვიად მეტრეველი).

მატჩში ასევე თითო გოლით გამოიჩინეს თავი ვაჩე ალფაიძემ და ლაშა ზაკაშვილმა (კახა ტოგონიძის ასისტით).
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი მასტერ ლიგის გამოცდილ მონაწილე „ინტერსპორტის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩის თარიღი და დრო ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.
ცენტრალური დაპირისპირება სამოყვარულო ლიგაში
რაც შეეხება სამოყვარულო ლიგას, რიგით მესამე ტური მიმდინარე უქმეებზე გაიმართება.
შაბათს, 21:00 საათზე, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამორჩეული დაპირისპირება გველის: ერთმანეთის პირისპირ GFDF-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები — „კვარტალი“ და „ოლსტარი“ წარდგებიან.
შეგახსენებთ, რომ „კვარტალის“ რიგებში GFDF-ის 7 ფეხბურთელი და მწვრთნელი ირიცხება: გიორგი ჩანტლაძე, გიორგი ლუკავა, ზვიად მეტრეველი, ვაჩე ალფაიძე, კახა ტოგონიძე, ნიკა ფანცულაია, გოგიტა უგულავა და დავით ჯიშკარიანი. რაც შეეხება „ოლსტარს“, მის ღირსებას გიგა ჭანკვეტაძე და ილია გორდაძე იცავენ.

სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები
მომავალ ტურში სხვა საინტერესო მატჩებიც ჩატარდება:
ვაჟა გეგეშიძის „სეუ“ ლიგა 2-ის შარშანდელ ჩემპიონ „ჯთს“-ს დაუპირისპირდება.
გიორგი ჟვანიას „კოლხეთი“ შეხვდება „სტელას“.
ლაშა ხომასურიძის „ბასა“ კი ძალებს „ლაზების“ წინააღმდეგ მოსინჯავს.
