
თეთრი დათვები“ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან, რაც ბოლო პერიოდში ჩატარებული შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანს.
GFDF-მა ორ სხვადასხვა ფრონტზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა და გულშემატკივარს ნამდვილი საფეხბურთო ხასიათი აჩვენა.
ხასიათის ტრიუმფი მასტერ ლიგაზე
მასტერ ლიგის მორიგ ტურში GFDF-ის მეტოქე „ჩივასი“ იყო — გუნდი, რომელსაც გასულ სეზონში ორჯერ შევხვდით. სწორედ მათთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ჩვენმა გუნდმა მეორე ლიგის ფინალის საგზური. კრისტალბეთის და შემდეგ მერიის თასზე „სელფორდის“ დამარცხების ფონზე, ამ მატჩს ამაღლებული განწყობით ვხვდებოდით. თუმცა, თამაში მძიმედ დაიწყო: დაშვებული სამი შეცდომის გამო, გიგა ჭანკვეტაძეს საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა სამჯერ მოუხდა.

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა გუნდის ბრძოლისუნარიანობა. დროულად აღებულმა წუთშესვენებამ სასურველი შედეგი გამოიღო და მოედანზე სურათი რადიკალურად შეიცვალა. მე-10 წუთიდან უკანასკნელ წამამდე თამაში „თეთრი დათვების“ აბსოლუტური დომინირებით წარიმართა. შედეგად — 6 უპასუხო გოლი, დამაჯერებელი ქამბექი და მორიგი 3 ქულა.
12-გოლიანი შოუ სუპერ ლიგაზე
პარალელურად, სუპერ ლიგაზე გუნდი 100%-იანი შედეგით შეხვდა „დერბისთან“ დაპირისპირებას. უამინდობის გამო მატჩი დაახლოებით ერთი საათით გადაიდო და მისი ჩაშლის საშიშროებაც არსებობდა, თუმცა ამინდმა და მოედნის საფარმა თამაშის ჩატარების საშუალება მაინც მოგვცა.
შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და ასე დასრულდა. „თეთრმა დათვებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, 12 ბურთი გაუტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა ფანცულაია დასახელდა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისმა აქტიურობამ დაუდო სათავე „ჩივასის“ განადგურებასაც მასტერ ლიგის ბოლო ტურში.

სუპერ ლიგამ მე-2 ტურის შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც GFDF -ს ორი წევრი: გიგა ჭანკვეტაძე და რატი ცაცკრიალაშვილი მოხვდნენ.
თავის მხრივ მასტერ ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში, ჩივასთან შეხვედრაში საუკეთსოდ დასახელებული ლაშა ჟღენტი და მენეჯერი დავით ჯიშკარიანი შევიდნენ.
მზადება მომდევნო ბრძოლებისთვის
წინ რთული და საინტერესო გამოწვევებია. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მასტერ ლიგაზე ჩვენი მორიგი მეტოქე „მარტყოფია“ — გუნდი, რომელსაც მეორე ლიგის ფინალში შევხვდით. მეტოქე კარგ ფორმაშია: საწყის 4 შეხვედრაში 4-ივე მოიგო, მერიის თასზე შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა „ონვეისთან“ სეზონის პირველი მარცხი იგემა. მასტერ ლიგის მე-6 ტურის ეს დაპირისპირება 27 მაისს, 22:45 საათზე, მასტერ ლიგა არენაზე გაიმართება.

რაც შეეხება სუპერ ლიგას, შემდეგი მატჩი GFDF-ს „Old Stars“-თან მოუწევს. მათ რიგებში არაერთი მაღალი დონის და სხვადასხვა პროფესიონალურ ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელი ირიცხება. ამ შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენი გუნდი მზადებას განაგრძობს!
სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილი 3 ტურის შემდეგ
Super League
| Pos | Club | P | W | D | L | A | GD | Pts |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | FC GFDF | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 17 | 9 |
| 2 | საბურთალო | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 10 | 7 |
| 3 | Old Stars | 3 | 2 | 0 | 1 | 9 | 10 | 6 |
| 4 | EVERSTONE | 3 | 2 | 0 | 1 | 7 | 3 | 6 |
| 5 | იბერია 1991 | 3 | 2 | 0 | 1 | 10 | 1 | 6 |
| 6 | ლენტეხი | 3 | 1 | 1 | 1 | 8 | -1 | 4 |
| 7 | გლოვო | 3 | 1 | 0 | 2 | 11 | -2 | 3 |
| 8 | აჭარა ჯგუფი | 3 | 1 | 0 | 2 | 10 | -2 | 3 |
| 9 | დერბი | 3 | 0 | 0 | 3 | 29 | -24 | 3 |
| 10 | გრანდ ავლაბარი | 3 | 0 | 0 | 3 | 19 | -12 | 0 |

